იუსტიციის მინისტრი - მოქალაქეს შეეძლება, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს - თუ მოქირავნე ვალდებულებას არ შეასრულებს და თანხას არ გადაიხდის, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს

მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს, სადაც მითითებული იქნება, რომ თუ მოქირავნე ვალდებულებას არ შეასრულებს და თანხას არ გადაიხდის, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატების შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ განმარტა, ქირით შესული ადამიანების ბინებიდან უკან გამოყვანა პრობლემაა და მისი გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეისთვის არ არსებობს.

„გიდასტურებთ, რომ ეს [ქირით შესული ადამიანების ბინებიდან უკან გამოყვანა] არის ძალიან დიდი პრობლემა. კერძოდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ბინა გააქირავა და მოქირავნე აღარ გამოდის. ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეისთვის არ არსებობს, შესაბამისად, როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ბინაში, არც იქიდან გამოდიან. ეს არის პრობლემა, რომელიც საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას უკავშირდება. შემდეგ იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც შესაძლოა, 1 წელიც გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს საკუთრების უფლება შეზღუდული აქვს, რაც ყოვლად დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ გაცნობოთ ინიციატივაზე, რომელიც შევიმუშავეთ. კერძოდ, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს, სადაც მითითებული იქნება, რომ თუ მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას, არ გადაიხდის თანხას, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრის უფლებები დაცული იქნება. ეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები. თუ მხარეები გადაწყვეტენ, მსგავსი ტიპის ხელშეკრულება გააფორმონ, ისინი დაცულები იქნებიან და მათი საკუთრების უფლება ქმედითად რეალიზებული იქნება. ეს ინიციატივა გვაქვს და ცოტა ხანში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძის განცხადების პარალელურად დარბაზიდან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას შემდეგი რეპლიკით მიმართა: „იყო მექანიზმი და თქვენ გააუქმეთ“, რის შემდეგაც მინისტრმა მას გაჩუმებისკენ და რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.

„თქვენამდეც მოვალ და გიპასუხებთ თქვენს კითხვაზე. კეთილი ინებეთ და გაჩუმდით, ჯერ არაა თქვენი საუბრის დრო, როდესაც იქნება თქვენი საუბრის დრო, მერე შეგიძლიათ ისაუბროთ. ნუ არღვევთ რეგლამენტს. სირცხვილია, მე რომ მოგიწოდებთ პარლამენტის დარბაზში რეგლამენტის დაცვისკენ“, - მიმართა ბრეგაძემ რომან გოცირიძეს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი