მიხეილ სარჯველაძე - არ აქვს დიდი აზრი აჟიოტაჟის ატეხას და ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის მცდელობას - თქვენ თუ ფიქრობთ, რომ იქ უცბად წამოხტა დეპუტატი, მივარდა და ვინმეს აგინა, არ არის ეს სწორი

არ აქვს მაინც და მაინც დიდი აზრი აჟიოტაჟის ატეხას და ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის მცდელობას - თქვენ თუ ფიქრობთ, რომ იქ უცბად წამოხტა დეპუტატი, მივარდა და ვინმეს აგინა, არ არის ეს სწორი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას შეურაცხმყოფელი რეპლიკით მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა.

სარჯველაძე აცხადებს, რომ მგალობლიშვილისგან უხამსი გამონათქვამი არ გაუგია და რაც ნახა არის ის, რომ რამდენიმე „დეპუტატი უწესრიგოდ იქცეოდა“, რასაც მოჰყვა შელაპარაკება.

„მე მგონია, რომ არ აქვს მაინც და მაინც დიდი აზრი აჟიოტაჟის ატეხას, ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის მცდელობას, რადგან ყველამ ნახა, რა მოხდა - უწესრიგოდ იქცეოდა რამდენიმე დეპუტატი, შესაბამისად მოხდა შელაპარაკება და ამის მერე დრამატული ვერსიების გამოქვეყნება, რომ წესრიგს არღვევდა სხვა, ხელისუფლების მხრიდან წარმომადგენელი, ასევე საუბარი იყო, რომ ნასვამი იყო დეპუტატიო, არც ქცევაზე შესტყობია ნასვამობისა რამე და არც არაფერი სხვა. დავმშვიდდეთ ყველა უმჯობესია, გაცილებით უფრო კორექტულად შეგვიძლია, უსწორო აჟიოტაჟის მცდელობებს თავი დაანებოს ყველამ, ეს არის ყველაზე სწორი რამ, რაც შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ.

თქვენი კითხვა, ვამართლებ თუ არა ვინმეს საქციელს, არასწორად დასმული კითხვაა, რადგან მოხდა ასეთი რამ: იქ დეპუტატი არღვევდა წესრიგს, ხმამაღლა იძახდა, არ ემორჩილებოდა იმავდროულად თავმჯდომარის მითითებას, ამასთან დაკავშირებით იყო შელაპარაკება. პირადად მე არ გამიგია (გინება მგალობლიშვილისგან) მოგვიანებით მე ვნახე, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა რაღაცა ესროლა ლევან მგალობლიშვილს. პირდაპირ გეუბნებით, არავითარი მიზეზი ყალბი აჟიოტაჟის მოწყობისთვის უბრალოდ არ არსებობს. როცა ვაკეთებთ ასეთ რამეს, რამაც მეორე დეპუტატის უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს და ამაზე გამოიწვიოს რეაქცია..."- განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე: გინება შეიძლება იყოს რეაქცია? სარჯველაძე პასუხობს - „სროლა რამის კარგი რეაქციაა?!"

„თქვენ თუ ახლა ფიქრობთ, რომ იქ უცბად წამოხტა დეპუტატი მივარდა და ვინმეს აგინა, არ არის ეს სწორი. ინფორმაცია მიაწოდეთ სწორად, რა მოხდა და საზოგადოებამ თვითონ გააკეთოს დასკვნები",- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.

ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ, მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. უმრავლესობის წევრებმა ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რა დროსაც ბოკუჩავამ მინისტრს სიტყვა გააწყვეტინა და მიმართა, რომ ის ტყუილს ამბობდა.

ბოკუჩავა აცხადებს, რომ მგალობლიშვილი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო და ამით დაარღვია რეგლამენტი. დეპუტატი ითხოვს მას შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდეს და სანქცია დაეკისროს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა