იაგო ხვიჩია იუსტიციის მინისტრს - გთავაზობთ, დავიწყოთ ფიქრი იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება შევამციროთ პატიმართა რაოდენობა

მინდა მადლობა გითხრათ იმის გამო, რომ თქვენც ემხრობით პატიმართა რაოდენობის შემცირებას. საქართველო ევროპაში საკმაოდ მაღალ ადგილს იკავებს პატიმრების რაოდენობით და თან იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციის დაჩქარების პროცესში იმყოფება, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

ხვიჩიას შეფასებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე სასჯელის მოცულობა იზრდება და ამავდროულად, მცირდება მტკიცებულებათა სტანდარტი.

მისივე თქმით, 2012 წელს, „ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის გამოცხადებით გადადგა ყველაზე სწორი ნაბიჯი, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო.

„2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შედეგად, თითქმის, 3-ჯერ შემცირდა პატიმართა რაოდენობა, თუმცა დღეს მაინც გვყავს იმაზე მეტი პატიმარი, ვიდრე ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 100 ათას მოსახლეზე 190 პატიმარია, მაშინ როდესაც ჩვენთან იგივე მოსახლეზე 260 პატიმარია. იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ევროკავშირის მდგომარეობას, დაახლოებით ერთი მესამედით უნდა შევამციროთ პატიმართა რაოდენობა. გთავაზობთ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ მათი რაოდენობა. ჩვენ გვაქვს შანსი გადავიაზროთ ის სიტუაცია. ციხეში მყოფი ადამიანებისთვის ისეთივე მოლოდინს უნდა იწვევდეს მორიგი არჩევნები, რაც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის დროს გააკეთა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა