ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდა, დღეს მათი ლიდერია - არც ის გამოვრიცხოთ, რომ ერთ დღეს შეიძლება, ზურაბიშვილი მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარეც გახდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდნენ, დღეს არის მათი ლიდერი. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ერთ დღეს შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარეც გახდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" დაშლის პირას არის და „ქართული ოცნება“ იზრუნებს იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურად კიდევ უფრო გაკოტრდეს.

„რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს - არ გაგიკვირდეს მეგობრებო, ეს ადამიანები მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ორი ფორმალური თავმჯდომარე ჰყავს და ვერ გაურკვევიათ, რომელი რას ხელმძღვანელობს. რეალური ბელადი არის საპატიმროში. მიშა მაგარი აღარ არის და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლის პირას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად კიდევ უფრო გაკოტრდეს და კიდევ უფრო გამოაჩინოს სახე, თუმცა იმაზე მეტად სახეს ვეღარ გამოაჩენენ, რაც მათ გააკეთეს უკვე. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ადამიანები სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდნენ, დღეს არის მათი ლიდერი. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ერთ დღეს შეიძლება სალომე ზურაბიშვილი მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარეც გახდეს. იქაც ფორმალური თავმჯდომარე,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ყველა შესაბამის საკითხთან მიმართებაში ორიენტირებული იყო მომავალზე.

„იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ყველა შესაბამის საკითხთან მიმართებაში ორიენტირებული იყო მომავალზე, ორიენტირებული იყო იმაზე, თუ რა ვითარდება სერვისების მიმართულებით ჩვენი მოქალაქეებისთვის და რა იცვლება უკეთესობისკენ მათი ინტერესების შესაბამისად.

ბატონმა მინისტრმა ისაუბრა სერვისების ხელმისაწვდომობაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უზოგავს დროს და ეფექტიანი ადმინისტრირების საშუალებას აძლევს, ისაუბრა მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისაუბრა არა ყველას დასჯაზე და ნულოვან ტოლერანტობაზე, არამედ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციაზე, მედიაციაზე და იმ სერვისებზე, რომელიც განვითარდა და კიდევ ვითარდება იუსტიციის სამინისტროში.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობით მომზადებულია „პენიტენციური კოდექსი", რომელიც ჩვენ უკვე ორი მოსმენით განვიხილეთ და ის მნიშვნელოვან უფლებრივ სტანდარტებს ითვალისწინებს ჩვენი მსჯავრდებულებისთვის", - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა