მიხეილ სარჯველაძე რატი ბრეგაძეს - ეს ის სამინისტროა, რომელთანაც განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება, ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო

ეს ის სამინისტროა, რომელთანაც განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება. ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

მისივე თქმით, ამჟამად პენიტენციურ სისტემაში არავინ თვლის საჭიროდ, რომ მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წამების ან არაადამიანური მოპყრობის გარემოებებთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის წარმატებაა.

სარჯველაძის შეფასებით, გაწეული რეფორმების მიუხედავად, არის რიგი საკითხები, რომლებზეც მუშაობა კვლავაც გრძელდება.

„ეს ის სამინისტროა, რომელთანაც განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება. უპირველესად მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, მინისტრის და ყველა მათგანის მიმართ ვინც აქ ბრძანდებით. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომლის წინაშე. ეს არის ხალხი, რომელიც რეალურად ქმნის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო. იუსტიციის სამინისტროს აქვს მისია, რომელსაც წარმატებით უძღვება დღეს. წარმატებულად ოპერირებს ეს სამინისტრო და ვუსურვებ ამავე ტემპში, ამავე წარმატებით საქმიანობას მთლიანად იუსტიციის სამინისტროს.

რიგი საკითხებია, რომელზეც გავაგრძელებთ მუშაობას. იქნება ეს საკუთრების უფლება, აღსრულების კოდექსი, პენიტენციური კოდექსი და მისი იმპლემენტაცია თუ დამისამართების და სისტემური რეგისტრაციის საკითხები. უკლებლივ ყველა საკითხზე არსებობს თანამშრომლობის ფორმატი. ოპოზიციას თუ სურვილი ექნება ქვეყნისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს, სწორედ ამ ფორმატებში ჩაერთვება და მცირეოდენ წვლილს მაინც შეიტანს ამ ყველაფერში", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა