რატი ბრეგაძე - შევახსენებ სახელმწიფოს ინტერესებით მოთამაშე ლუდომანებს – ეს არის ისტორიული სირცხვილი

სახელმწიფო ინტერესებით მოთამაშე პოლიტიკურ ლუდომანებს დღეს შევახსენე სახელმწიფოს წინააღმდეგ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. ეს არის ისტორიული სირცხვილი ჩვენი თავდაცვის ძალების წინაშე – ის განცხადებები, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს და ის რეზოლუცია, რასაც ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ყოფილი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებთან მიმართებით.

ბრეგაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ისტორიული სირცხვილი უწოდა.

„თავდაცვის ძალები გმირულად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და უამრავი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ. მათ იმ ტერიტორიებისთვის იბრძოლეს, რომლებსაც ენმ-ის ბელადი, ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, „ქვაგორიან ადგილებს" უწოდებდა, რომლებსაც ნულოვანი ღირებულება აქვს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ