რატი ბრეგაძე - ქალბატონი თინა ბოკუჩავა ომახიანად ითხოვდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გადავეცით, მაგრამ არც ჩაუხედავს, ისე დატოვა აქ, ეს არის მათი რეალური სახე, არ აინტერესებთ სიმართლე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პარლამენტის მანდატურის სამსახურმა თინა ბოკუჩავამიხეილ სააკაშვილის საქმეზე მის მიერვე მოთხოვნილი სასამართლოს გადაწყვეტილება გადასცა, თუმცა, დეპუტატმა დოკუმენტი წაუკითხავად დატოვა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ოპოზიციას არ აინტერესებთ სიმართლე, მთავარია პროპაგანდისტული მანქანით გაავრცელონ ტყუილი და შემდგომ ეცადონ, რომ საზოგადოებას დააჯერონ.

„ქალბატონი თინა ბოკუჩავა ითხოვდა, აი, აქ საკმაოდ ომახიანად – მაჩვენეთ ის სიტყვები, რაც თქვენ თქვით, რომ არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიო. მანდატურმა გადასცა ეს დოკუმენტი ქალბატონ თინას, თუმცა, ყველამ ვიხილეთ, თუ როგორ განათავსა მან აქ ისე, რომ არც ჩაუხედავს; ისე, რომ შემდგომ გადმოდო და დაავიწყდა. აი, ეს არის მათი რეალური სახე. მათ საერთოდ არ აინტერესებთ სიმართლე. მთავარია, რომ პროპაგანდისტული მანქანით გაავრცელონ ტყუილი და შემდგომ ეცადონ, რომ საზოგადოებას დააჯერონ. თუმცა, არავის აღარ სჯერა მათი და ეს მათი პრობლემაა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა