გია ხუხაშვილი - სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ გათავისუფლდა ბიძინას კომპლექსისგან და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი

სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ გათავისუფლდა ბიძინას კომპლექსისგან და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ le monde-სთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა“.

გია ხუხაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ადრეც ხედავდა და არ მოსწონდა, რასაც აკეთებდა „ქართული ოცნება“, მაგრამ მას „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის კომპლექსი ჰქონდა.

სალომე ზურაბიშვილს მშვენივრად ესმის, რომ ის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, რომ არა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის აშკარა მხარდაჭერა. შესაბამისად, მას ამ ტვირთის ტარება უწევდა. პირველი წლების განმავლობაში მას ეს კომპლექსი ჰქონდა და ძალიან ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, მასაც არ მოსწონდა, რასაც აკეთებდა „ქართული ოცნება“. მან პირველ ეტაპზე გადალახა „ქართული ოცნების“ კომპლექსი, მაგრამ დარჩა გარკვეული ვალდებულებები ბიძიან ივანიშვილთან და ბოლო მომენტამდე, გუშინდლამდე ის ცდილობდა ვალდებულებების კორექცია მოეხდინა, მაგრამ საბოლოო ჯამში დაინახა, რომ სახელმწიფო ინტერესებთან კონფრონტაციულია ბიძინა ივანიშვილი, რომ ის აზიანებს სახელმწიფო ინტერესს და ის საბოლოოდ გათავისუფლდა ბიძინას კომპლექსისგან და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მსგავსად მასაც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის კომპლექსი მასთან მეგობრობის გამო.

მისივე თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა, მაშინ სრულიად აშკარად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად იყო "საკუთარი ქვეყნით ევაჭრა პირადი კეთილდღეობისთვის".

„მაშინ დავინახე სრულიად აშკარად, რომ მისთვის მთავარი იყო საკუთარი ქონება და მზად იყო, რომ საკუთარი ქვეყნით ევაჭრა საკუთარი კეთილდღეობისთვის. ეს იყო ჩემთვის მისი პოლიტიკური ვერდიქტი. ადამიანურად რას ვერჩი, კარგად იყოს და 150 წელი იცოცხლოს, თუ უნდა მეტი, ესეც მემეტება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი "რუსეთის კაცი“ არ არის, თუმცა მის მიერ რუსეთისთვის გაცემული გარკვეული გარანტიების მძევალია.

„მე დღესაც არ ვთვლი, რომ ბიძინა რუსეთის კაცია. სხვა საკითხია, რომ გადამეწურა იმედი, რომ ბიძინა რუსეთის მძევლობიდან გამოვა, თუნდაც თავისი წარსულიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ არასწორი პროგნოზი გააკეთა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი თავისი თავის კაცია და არ არის არანაირი რუსეთის კაცი. მას მანევრი იმისა, რომ პოლიტიკა შეეცვალა ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ როდესაც შარშან გააკეთა პროგნოზი, რომ რუსეთი სწრაფად დაამარცხებდა უკრაინას, რის შემდეგაც ჩვენკენ შემოტრიალდებოდა და შემოგვთავაზებდა ტრაქტატი 2-ზე ხელმოწერას, როგორც ჩანს მან შეუთვალა მოსკოვს, რომ ის იქნებოდა აბსოლუტურად ლოიალური და მზად იქნებოდა საქართველო ტრაქტატი 2-ზე ხელმოსაწერად. როგორც ჩანს არასწორი პროგნოზის შემდეგ მან კრემლში გასცა გარკვეული გარანტიები, რომლის მძევალიც არის დღეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, დავით კეზერაშვილზეც ისაუბრა.

როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, დავით კეზერაშვილი რამდენიმე წლის წინ „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა, თუმცა შემდეგ „რაღაც ვერ გაიყვეს“ და მათ შორის კონფრონტაცია დაიწყო.

„თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ის გაასუფთავეს, ყველა სასამართლო პროცესი მოიგო. სასამართლო პროცესების მოგება საქართველოში როგორ ხდება? ახლა ისევ კონფრონტაცია დაიწყო, ისევ რაღაცაზე ვერ მორიგდნენ თორემ ძალიან მშვენივრად გაურიგდა რამდენიმე წლის წინ ამ ხელისუფლებას. არქივში ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ნახავთ. საკუთარი ინტერესები რაღაც ეტაპზე დაალაგა. იყო ეტაპი, როდესაც დაალაგა და შემდეგ ისევ აერიათ, რაღაც ვერ გაიყვეს. ამიტომ ეს პროცესი დინამიკაში უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა