პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით ლონდონში გაემგზავრა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები შეხვედრებს გამართავენ გაერთიანებული სამეფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელ პირებთან. როგორც ირაკლი ბერაიამ განაცხადა, ვიზიტის მიზანია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, ბრიტანელი პარნტიორებისთვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და საქართველოს უსაფრთხოებოს გარემოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დეოკუპაციისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება, თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული მედეგობის განმტიცებაში მხარაჭერის გაზრდა, ისევე როგორც ორი ქვეყნის საკანომდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. „დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების წევრი ირაკლი ჩიქოვანი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავდმდომარის პირველი მოადგილე, თავდაცვისა და უშიროების კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება