თბილისი ყოველთვის იყო საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების მამოძრავებელი ერთ-ერთი მთავარი ძალა და ასე იქნება ისევ 2024 წელსაც. ახლა არის ჩვენი დრო, ფეხზე დავდგეთ ერთად ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელო“ თბილისის ორგანიზაციის დაფუძნების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ევროპა ვითარდება ახალ საუკუნეში, განიცდის პროგრესს და თანამედრო მსოფლიოს გამოწვევებს პასუხობს, საქართველო ისევ საბჭოთა კავშირისკენ, წარსულისკენ, მიემართება.
„გამარჯობა თბილისს! მივესალმები ყველა ჩემს „ლელოელ“ კოლეგას! დიდება საქართველოს!მადლობა ჩვენს საოცარ თბილისის გუნდს, „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის ამ პირველი კონგრესის ორგანიზებისთვის - ეს არის, რაღაც ახალი და ძლიერის დასაწყისი.ვულოცავ ჩვენი თბილისის საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს. და მადლობა ყველას, რომ შემოგვიერთდით. ამ დარბაზში იმდენ ძველ მეგობარს და ახალგაზრდა სახეს ვხედავ, ეს ჩვენი პარტიისა და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის იმედით მავსებს.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაძლიერებთ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციას, რადგან ჩვენ ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის. ჩვენ გვჭირდება თბილისის ძლიერი ხმა, ამ ბრძოლაში ძლიერი და მკაფიო ხმა. თბილისი ყოველთვის იყო საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების მამოძრავებელი ერთ-ერთი მთავარი ძალა და ასე იქნება ისევ 2024 წელსაც. ახლა არის ჩვენი დრო, ფეხზე დავდგეთ ერთად ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო ამ ბრძოლის დაწყების შესახებ. ამ კონგრესის მთავარი გზავნილია „დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი“ და ეს უფრო დიდი ბრძოლის ნაწილია - იმიტომ რომ დროა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა.ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ, სამწუხაროდ, გადაუხვია ევროატლანტიკური კურსიდან. როდესაც ევროპა ვითარდება ახალ საუკუნეში, განიცდის პროგრესს და თანამედრო მსოფლიოს გამოწვევებს პასუხობს, საქართველო ისევ საბჭოთა კავშირისკენ, წარსულისკენ, მიემართება. პრობლემები მრავალფეროვანია, მაგრამ ყველა მათგანის უკან ერთი მთავარი მიზეზი დგას: ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს. ჩვენ ყველამ ვნახეთ მათი მცდელობა, მიეღოთ რუსული კანონი, ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში გავრილოვი. მათ გააუქმეს სავიზო რეჟიმი და განაახლეს ფრენები რუსეთთან, შარშან კი თითქმის 2-მა მილიონმა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში შემოვიდა. „ქართულმი ოცნება“ საგარეო პოლიტიკას კრემლისკენ მიმართავს და არა ევროპისკენ, ხელს უშლიდნენ და ბლოკავდნენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას და უარს ამბობენ, რომ შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.საუბარი არ არის იმაზე, რომ რუსეთი მომავალში ჩვენს ეკონომიკასა და ქვეყანას დაიპყრობს, ეს უკვე მოხდა, მათ შორის, აქ, თბილისში. დღეს რუსეთიდან ჩამოსულები იკავებენ საქართველოს მოქალაქეების ადგილებს. ხვალ მათ უკვე მოქალაქეობა ექნებათ.სიყვარულით სავსე ქალაქს გვპირდებოდნენ და სამაგიეროდ რუსებით სავსე ქალაქს მივიღეთ.ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი.სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, თამაზ გინტური შეეწირა ამ ხელისუფლების უგუნურ პოლიტიკას.მიუღებელია, რომ ეს ხელისუფლება რუსეთს ნებას აძლევს ოჩამჩირეში საქართველოს ტერიტორიაზე ახალი საზღვაო ბაზის გადმოტანის.საკმარისია. საკმარისია მთავრობა, რომელიც ემსახურება რუსეთს. საქართველოსა და ქართველი ხალხის სამსახურში მყოფი ხელისუფლების დროა. „ლელო“ არის ზალა რომელიც დგას და იბრძვის საქართველოსთვის!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში „ლელო“ ხალხთან მივა და ნათლად აუხსნის, რას გულისხმობს საქართველოსთვის ერთად დგომაში და ქვეყნისთვის ბრძოლაში.
"ჩვენი კონკრეტული სამომავლო გეგმებით, მაგრამ ახლა ნება მომეცით გაჩვენოთ წინასწარი ხედვა, რათა თქვენ იყოთ პირველი, ვინც მოისმენთ ჩვენს გეგმებსა და წინადადებებს. ჩვენ გვაქვს ხედვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ყველა ასპექტზე: მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ოთხ კონკრეტულ ახალ მიმართულებაზე:
პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევაკაოთ რუსეთის აგრესია და მზარდი გავლენები საქართველოში.
მეორე, სასწრაფოდ დასაძრავია მეგაპროექტები: ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავასრულოთ ანაკლიის პროექტი და ავამუშავოთ/დავასრულოთ სხვა მეგა-პროექტები.
მესამე, ჩვენ უნდა გავზარდოთ პენსიები 1000-ლარამდე და ყოველწლიურად დავარეგულიროთ ინფლაციის გათვალისწინებით, რათა ჩვენმა პენსიონერმა მოქალაქეებმა მუდმივ გაჭირვებაში და შიშში არ იცხოვრონ.
მეოთხე, ჩვენ უნდა მივცეთ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობები, მათ შორის გარანტია, რომ ყველა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს შეეძლება მიიღოს ფასიანი სტაჟირება კარიერის დასაწყისში.
ეს არის პროგრამა, რომელიც ემსახურება საქართველოს განვითარებას და არა რუსეთს. ეს არის პროგრამა, რომელსაც შეუძლია აღადგინოს საქართველოს და ქართველი ხალხის ღირსება, შექმნას შესაძლებლობები და უზრუნველყოს თავისუფლება.დიახ! და ყველაფერი სწორედ აქ, თბილისში, ამ დღეს, ამ დარბაზიდან იწყება.
ჩვენ ვამაგრებთ ჩვენს პოზიციებს აქ, დედაქალაქში. ჩვენ ამ გზავნილს მივაწვდით ხალხს. გავავრცელებთ რეგიონებში. ჩვენ მოვახდენთ ხალხის მობილიზებას, რომელსაც ძველი, გაფუჭებული პარტიების პოლიტიკური ალტერნატივა სწყურია. ჩვენ მივაღწევთ გამარჯვებას, რადგან მზად ვართ ბრძოლისთვის!ჩვენ ამას გავაკეთებთ თქვენთან ერთად და საქართველოსთვის!“, - განაცხადა ხაზარაძემ.