ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5%-იანი ბარიერის შეცვლას - გაერთიანებების შექმნა იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს

„ქართული ოცნება“ პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5%-იანი ბარიერის შეცვლას - გაერთიანებების შექმნა იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებები არჩევნებთან და ბარიერთან დაკავშირებით, შიშს აჩვენებს.

„ქართულმა ოცნებამ" მკაფიოდ გააკეთა დაპირება და გარდა ამისა, ერთი მოსმენით მიღებული გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს. ეს ის საკითხია, რაზეც შეთანხმებული იყო ოპოზიცია და "ქართული ოცნება", მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5 პროცენტიანი ბარიერის შეცვლას. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა გადახედოს საკუთარ სტრატეგიას, გაერთიანებების შექმნა იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს.

კობახიძე საკუთარ შიშებს ასაჯაროებს, მათ ეშინიათ, როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" და ამის გამო, ქვეყანას უქმნიან პრობლემას, ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, რადგან მოქალაქეების დაკვეთა არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომ ამ ქვეყანაში იყოს ევროპული მმართველობა და ამის წინააღმდეგ მიდიან", - განაცხადა სამნიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, თუ სურს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდოს და აღნიშნა, რომ პარტიებმა იქიდან გამომდინარე არ უნდა იმსჯელონ, ვის რისი გადალახვის შესაძლებლობა აქვს.

"ამომრჩეველი არის ჭრელი, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრი და ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს არც ერთ პარტიას იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, აუცილებელია გვქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი",- განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, სამნიძის თქმით, ძველი პირადობის მოწმებების დაბრუნება სახიფათო ინიციატივაა. დეპუტატი ამ საკითხზე მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ შეხვედრებში მონაწილეობას გეგმავს და აცხადებს, რომ იმედი აქვს, ხელისუფლება პოზიციას შეიცვლის.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა