ხატია დეკანოიძე - ბარიერის შემცირების თუ მის გარეშე ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება, ეს ამოცანაა, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება - „ქართული ოცნება“ ჩამოსცილდეს ძალაუფლებას

ბარიერის შემცირების თუ მის გარეშე ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება, ეს ამოცანაა, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება - „ქართული ოცნება“ ჩამოსცილდეს ძალაუფლებას და ეს ნებისმიერ შემთხვევაში შესასრულებელია, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი კონფიგურაცია და ახალი ალტერნატივა ოპოზიციურ ველზე უნდა ასახავდეს მოქალაქეთა ნებას.

„ბოლო გამოკითხვაც ამას აჩვენებს, მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა სწორედ ამ განწყობაზეა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც "ქართული ოცნების" პირობებში წარმოუდგენელია. „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის, რომ რაც შეიძლება დემოკრატიული იყოს პარლამენტი. მათ იციან, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ძალიან სწრაფად, მალე და ეფექტურად შეიკვრება, ამიტომ მათი ინტერესია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა" იყოს პარლამენტში. პოლარიზაციის ხარისხიც ასევე პირველ რიგში „ქართული ოცნების“ ინტერესია. ბარიერით თუ ბარიერის გარეშე, ჩვენი ამოცანა არ იცვლება, ჩვენ უნდა მივიღოთ იმდენი ხმა, რამდენიც საჭირო იქნება ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამიტომ ნებისმიერი კონფიგურაცია, ახალი ალტერნატივა უნდა იყოს სწორედ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე დაფუძნებული",- განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს