დავით მათიკაშვილი - მგონი, დროა, ნიანგის ცრემლებით ტირილს მორჩნენ ის პატიმრები, ვინც სამართლიანად არიან დაწესებულებაში იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რომელმაც გააკვირვა მთლიანად მსოფლიოს საზოგადოება

მგონი, დროა, ნიანგის ცრემლებით ტირილს მორჩნენ ის პატიმრები, ვინც სამართლიანად არიან დაწესებულებაში იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რომელმაც გააკვირვა მთლიანად მსოფლიო საზოგადოება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, მან „ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ყველა იმ დანაშაულზე პასუხისმგებელი და ყველა იმ დანაშაულის მონაწილე იქნება, რაც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა".

„სრულიად ზედმეტია ის, რასაც აკეთებს დღეს მსჯავრდებული პრეზიდენტი. პროექტი, რომლითაც მზაობა იყო მის მეგობრებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, დამნაშავე სააკაშვილი გამოეხსნათ ციხიდან, ჩავარდა. საზოგადოებამ კარგად დაინახა ტყუილები, რითაც სააკაშვილი ცდილობდა საკუთარი მდგომარეობის გამართლებას. ეს ყველაფერი ახლა არის ფსკერს ქვემოთ დაშვება და კიდევ ერთხელ მეტყველებს მის განწყობაზე, რომ მოქალაქეთა წინაშე პასუხისმგებლობით კი არ მოეკიდოს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს, არამედ როგორმე დაძვრეს ამ პასუხისმგებლობიდან. ალბათ, მაგ იმედით შემოძვრა ის კონტეინერით ქვეყანაში. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან თქვა ერთხელ „არა, არასდროს“ და მე არ მგონია ასე მოხდეს, მაგრამ დღეს თუკი ის შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ყველა იმ დანაშაულზე პასუხისმგებელი და ყველა იმ დანაშაულის მონაწილე იქნება, რაც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა",- განაცხადა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა და „რაც მთავარია, აღადგინოს საქართველოში პოლიტიკური ბალანსი“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო