კახა კალაძე თემურ ალასანიას განცხადებაზე - წამოცდენები აქვთ ამ ადამიანებს - რეალურად  კარგად იკვეთება, თუ რა ზრახვები გააჩნიათ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის მიერ გაკეთებულ განცხადებებში მათი რეალური ზრახვები იკვეთება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრანტებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას.

კალაძის თქმით, 2008 წლის ომს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანამ ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა.

„წამოცდენები აქვთ ამ ადამიანებს. ამ წამოცდენებში კი რეალურად კარგად იკვეთება, თუ რა ზრახვები აქვთ. ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე - მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოში გაჩნდეს მეორე ფრონტი და ქვეყანა ისევ იმ უბედურებაში ჩაერთოს, რაც სამწუხაროდ, გამოცდილი და გამოვლილი გვაქვს საკუთარ თავზე. 2008 წელს რა ქნეს? ომით რა გააკეთეს? გეტყვით, რაც გააკეთეს: დავკარგეთ ტერიტორიები და ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი ოკუპირებულია; განადგურებულია ინფრასტრუქტურა; გვყავს უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და გმირი ჯარისკაცები. აი, ეს მივიღეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობა ეკონომიკური გაძლიერებითა და მშვიდობის შენარჩუნებით უნდა აღიდგინოს.

„ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ მშვიდობა, გაძლიერდეს თითოეული ოჯახი და ამ ყველაფრით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები „რეალურად რასაც ფიქრობენ და რისი გაკეთებაც უნდათ, იმაზე გვესაუბრებიან“.

„ასეთი განცხადებები სამარცხვინოა, პირდაპირ მოწოდებაა იმისკენ, რომ სიძულვილი კიდევ უფრო გაღრმავდეს. ყველა ამაზე ვსაუბრობთ, რომ პოლარიზაცია უნდა შემცირდეს. მაგრამ ამითაც კარგად იკვეთება, რომ ადამიანებს არ აინტერესებთ, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური პოლიტიკური გარემო, სტაბილური ვითარება. ადრე ვთქვი და ერთ-ერთმა პარლამენტარმა, თუ არ ვცდები ხათუნა სამნიძე იყო, თქვა, კალაძე ეწინააღმდეგებაო. პირიქით, ყოველთვის მოვუწოდებთ და მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები და დაძაბულობა და პოლარიზება შემცირდეს. მაგრამ ამ ადამიანებს წამოცდენები აქვთ და რეალურად რასაც ფიქრობენ და რისი გაკეთებაც უნდათ, იმაზე გვესაუბრებიან“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ თემურ ალასანიამ აშშ-ში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე წართმეული ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე ისაუბრა.

„სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. არ მოხდება.

გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები“, – განაცხადა თემურ ალასანიამ, რომლის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა