მიხეილ სააკაშვილი - ხომ გითხრათ კალაძემ, 2040 წლამდე ჩვენ უნდა ვიყოთო, ვერ მიიღებს! ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად!

თუ ვინმე ემზადება სამუდამოდ ოპოზიციაში ყოფნისთვის, ამას ვერ მიიღებს! ხომ გითხრათ კალაძემ, 2040 წლამდე ჩვენ უნდა ვიყოთო, ვერ მიიღებს! ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ის საქართველოში სწორედ იმისთვის ჩამოვიდა და საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა, რათა გამარჯვება მოეპოვებინა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გამარჯვებისთვის გაერთიანებაა საჭირო, შესაბამისად, მან „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ პოლიტიკოსებს პოლიტსაბჭოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა შევძლოთ საშუალება მივცეთ ქართველებს, რომ მინიმუმ ერთკვირიანი ხმის მიცემის პროცესი იყოს. სხვათა შორის ასეთი პროცედურა ჩვენ შემოვიღეთ ჩვენი ჯარისკაცებისთვის ავღანეთში. მინიმუმ ერთკვირიანი პროცედურაა საჭირო, რათა ქართველებს უცხოეთში შეეძლოთ ხმა მისცენ არჩევნებზე. მე ვიცი, რომ მთავრობას ეს არ უნდა, მათ იციან, რომ 80% ამ ხალხის, ვინც არის უცხოეთში, მხარს მიჭერს მე, ისევე როგორც 600 ათასი ამომრჩეველი მყარად. მე არ მინდა, რომ ჩვენ ჩავიკეტოთ პარტიულ ფარგლებში, მე მინდა ნათლად გითხრათ, რომ ჯერ ერთი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აჩვენოს საუკეთესო, რაც შეუძლია მას, როგორც პარტიას. ჩვენ არ მივდივართ საპატიო მეორე ადგილისთვის. თუ ვინმე ემზადება სამუდამოდ ოპოზიციაში ყოფნისთვის, ამას ვერ მიიღებს! ხომ გითხრათ კალაძემ, 2040 წლამდე ჩვენ უნდა ვიყოთო, ვერ მიიღებს! ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ჩვენ ვემზადებით პირველი ადგილზე გასასვლელად და ჩვენ ვემზადებით გასამარჯვებლად. აბა, რისთვის ჩამოვედი აქ?! აბა, რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში?! იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ და გასამარჯვებლად ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. როდესაც ვლაპარაკობ ისეთ ადამიანებზე, როგორებიც არიან მაგალითად ნიკა ვაჩეიშვილი, ზურა მელიქიშვილი, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე, კობა ხაბაზი, რომელიც ახლა იბრძვის უკრაინაში, კობა ნაყოფია - პოლიტსაბჭო რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ. ვიღაც ადამიანები გავიდნენ, მაგრამ მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, რომ დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა და ინიციატივის ნაწილი იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი გზით შევძლოთ წინ წასვლა. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამე გასაკეთებელი!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას