იაგო ხვიჩია - გამომიშვი ქალბატონო სალომე, ასე ვიგებ სააკაშვილის განცხადებას - მეეჭვება გამოუშვას, სალომე ზურაბიშვილი, ჩემი აზრით, არ გადადგამს ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელ ნაბიჯებ

მეეჭვება პრეზიდენტმა სააკაშვილი გამოუშვას - მისი ივანიშვილისგან დამოუკიდებელ პირად განხილვა, გულუბრყვილობაა, უბრალოდ ციხეში მჯდომი კაცისგან, რომელიც იმედს ებღაუჭება, გასაკვირი არ არის, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ „სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოსმით მის შვილებს მამა დაუბრუნოს“.

ხვიჩიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელ ნაბიჯებს არ გადადგამს.

„გამომიშვი ქალბატონო სალომე, ასე ვიგებ სააკაშვილის ამ განცხადებას. მეეჭვება გამოუშვას, სალომე ზურაბიშვილი ჩემი აზრით, არ გადადგამს ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელ ნაბიჯებს. ზოგადად, სჯობს შეწყალება იმას სთხოვო, ვის ხელშიც არის რეალური ძალაუფლება ამ თვალსაზრისით. თუ ბრძოლის ამ გზას ირჩევ, რატომაც არა, დანებება ბრძოლაში ერთ-ერთი მიმართულებაა, უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილს ეს არ აურჩევია, როგორც მე მივხვდი და ამიტომ ქალბატონი პრეზიდენტის განხილვა თითქოს ივანიშვილისგან დამოუკიდებელი პირია და სააკაშვილს გამოუშვებს, ცოტა გულუბრყვილობაა, უბრალოდ ციხეში მჯდომი კაცისგან, რომელიც იმედს ებღაუჭება, გასაკვირი არ არის“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიას ჰკითხეს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შესვლასა და ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზეც.

„ხშირად მინახავს ადამიანები, რომლებიც გაუპატიურებას აბრალებდნენ ქალს, რომელიც მოკლე კაბით მოძრაობდა, დაახლოებით ამას მაგონებს სააკაშვილის ეს განცხადება",- აღნიშნა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს