ირაკლი კობახიძე - რეგლამენტში ცვლილება ამ ქალი დეპუტატების უზრდელობას რას უშველის, არ ვიცი

რეგლამენტში ცვლილება ამ ქალი დეპუტატების უზრდელობას რას უშველის, არ ვიცი - რაც შეეხება ჩვენს დეპუტატებს, ჩვენი დეპუტატების შემთხვევაში მე არ მახსენდება უზრდელობის ფაქტი, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის თანახმად, ქალი დეპუტატების მიმართ პარლამენტში განხორციელებული ძალადობისა და მათ მიმართ გაკეთებული განცხადებების შემდგომ აპირებენ თუ არა საპარლამენტო რეგლამენტში ცვლილებას.

ამასთან, კითხვაზე, უზრდელები არიან თუ არა აღნიშნული ქალი დეპუტატები, კობახიძემ განმარტა, რომ „უზრდელია და უზრდელობს სხვადასხვა რამეა“.

„ყველაფერი ყოველ ჯერზე დაიწყო ამ ქალი დეპუტატების უზრდელობით. ჯერ ერთი, უზრდელია და უზრდელობს სხვადასხვა რამეა და სწორად გააკეთეთ ხოლმე ჩემი სიტყვების ინტერპრეტაცია. მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს. თითქმის არ მახსენდება, შეიძლება არის ერთი ან ორი, მაგრამ უმეტესობა ამ ქალი დეპუტატებიდან უბრალოდ რეგულარულად უზრდელობს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა. ისინი ახდენენ ყველაფრის დისკრედიტაციას, პოლიტიკაში ქალის როლის დისკრედიტაციას, კვოტების დისკრედიტაციას და ა.შ. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, რომ ნუ იქნება ცალმხრივი შეფასებები, სრულად შეაფასეთ ის ინციდენტები, რომელიც ხდება. როდესაც გამოდის ვიღაც ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, უზრდელობს, გეძახის პუტინისტს, კორუმპირებულს და ა.შ. ამაზე ვიღაცას რომ აქვს თუნდაც გადაჭარბებული რეაქცია, ორივე მხარე სათანადოდ უნდა შეაფასოთ და არა, ცალმხრივად გააკეთოთ შეფასებები. რაც შეეხება რეგლამენტში ცვლილებას, ამ ქალი დეპუტატების უზრდელობას რას უშველის, არ ვიცი.

რაც შეეხება ჩვენს დეპუტატებს, ჩვენი დეპუტატების შემთხვევაში მე არ მახსენდება უზრდელობის ფაქტი. იყო ერთი გადაჭარბებული განცხადება, რასთან დაკავშირებითაც საპარლამენტო უმრავლესობიდან ერთ-ერთმა დეპუტატმა ბოდიშიც მოიხადა. თუმცა თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ოპოზიციონერების მხრიდან. იყო მეორე შემთხვევაც, როდესაც აბსოლუტურად უზრდელური განცხადებები იყო და ამაზე მისცა შეიძლება გადაჭარბებული რეაქცია ერთ-ერთმა დეპუტატმა. რა თქმა უნდა, მე, ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც მოვუწოდებ, რომ არ აჰყვნენ ასეთ პროვოკაციებს, თუმცა მარტივი არ არის ხოლმე, ადამიანს ხანდახან ნერვები უმტყუნებს, როდესაც ასეთ უხეშ უზრდელობას ისმენს, ეს არის საერთო სურათი. ამ ყველაფერს რა უნდა უშველოს საკანონმდებლო ცვლილებებმა, მე არ ვიცი. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ შეეშვან პროვოკაციებს და ჩვენიანებს, ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ ექნებათ რეაგირება პროვოკაციებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა