შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას - თქვენთან მიმართებით რეგლამენტის არც ერთი პუნქტი არც ერთ მომენტში არ დარღვეულა

თქვენთან მიმართებით რეგლამენტის არც ერთი პუნქტი არც ერთ მომენტში არ დარღვეულა, რაც შეეხება თანამშრომლობით და ნდობით ურთიერთობას, ეს ორმხრივი მოძრაობის გზაა და ზოგადად, უნდა არსებობდეს თანამშრომლობითი გარემო, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის მონაწილეობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობაში არ არის უზრუნველყოფილი.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გაწერილია ის ინსტრუმენტები, რომელიც პარლამენტის წევრს აქვს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისთვის და ყველას აქვს შესაძლებლობა ეს მეთოდები გამოიყენოს.

„როცა კომიტეტის ვიზიტი იყო, თუ არ ვცდები, თქვენ ბრძანდებოდით. ასევე იყო საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტიც. რაც შეეხება განსაკუთრებით საგარეო ვიზიტებს, დელეგაციის ხელმძღვანელი ადგენს შემადგენლობას. დელეგაცია წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტის სახელით გამოდის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელის სიტყვა გადამწყვეტია ამ მხრივ, როგორი კონფიგურაცია ჰქონდეს დელეგაციას. არსებობს შერეული ჯგუფებიც და თქვენ გაქვთ საშუალება, როგორც სხვადასხვა ასამბლეაში წევრს საქართველოდან, იქ მიიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა