ვახტანგ ცინცაძე - 2023 წლის მესამე კვარტალში რეკორდულია დასაქმების დონე და ის 45.3% შეადგენს

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციების შემდეგ, დასაქმების მზარდი დინამიკა გაგრძელდა. ასევე გაიზარდა სამუშაო ძალა. 2023 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 7.7 ათასით გაიზარდა და კვარტალურ ჭრილში რეკორდულ მაჩვენებელს 1 366.3 ათასს მიაღწია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც და 45.3% შეადგენს, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკვე მესამე წელია საქართველოში გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდეციები და ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერია, როგორც ფართო რეგიონის ასევე ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, რაც პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის ტენდენციებზე.

„2023 წლის მესამე კვარტალში 29 300-ით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ თვითდასაქმებულები დაქირავებით დასაქმებულთა რიგებში გადადიან. ჩვენ ველოდებით, რომ მომდევნო წლებშიც გაგრძელდება ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც თავისთავად პოზიტიურად აისახება როგორც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე, ასევე სიღარიბის შემცირებაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა