შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას - თანამშრომლობითი და ნდობითი ურთიერთობები ადამიანებს შორის ჩამოსაყალიბებელი ურთიერთობაა - თანამშრომლობითი გარემო ორმხრივი მოძრაობის გზაა

თანამშრომლობითი და ნდობითი ურთიერთობები ადამიანებს შორის ჩამოსაყალიბებელი ურთიერთობაა - თანამშრომლობითი გარემო ორმხრივი მოძრაობის გზაა, - ასეთი პასუხი გასცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას თეონა აქუბარდიას, რომელმაც მისგან კიდეც ერთხელ მოითხოვა, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობა უზრუნველყოს.

პაპუაშვილის მტკიცებით, ამ თვალსაზრისით აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე რეგლამენტს არ არღვევს.

„თქვენ ბრძანდებოდით იქ, სადაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ვიზიტი იყო, მაგრამ როდესაც იყო საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტი, ეს საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტი იყო. რაც შეეხება საგარეო ვიზიტებს, დელეგაციის შემადგენლობას დელეგაციის ხელმძღვანელი ადგენს და დელეგაცია ამის შემდეგ მტკიცდება. არის შერეული ჯგუფები. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ საშუალება სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეაში მიიღოთ მონაწილეობა. თქვენთან მიმართებაში რეგლამენტის არც ერთი პუნქტი არც ერთ მომენტში არ დარღვეულა“, - განაცხადა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას მისამართით.

აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი როგორც საზედამხედველო საქმიანობას, ასევე საგარეო ვიზიტებს ახორციელებს ისე, რომ მასში კომიტეტის არც ერთი ოპოზიციონერი წევრი არ მონაწილეობს.

აქუბარდიამ პაპუაშვილს მიმართა, აღნიშნული კომიტეტის საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობა უზრუნველყოს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა