ანონსი  21 ნოემბერი

21 ნოემბერს, 09:30 საათზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: სასტუმრო „ჰილტონ ჭავჭავაძე“.

21 ნოემბერს, 09:30 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კონფერენციას თემაზე: „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ გამართავს.

თემა: კონფერენცია მიზნად ისახავს განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური გამოწვევები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დროებითი ოკუპაციის პირობებში.

მის: ივანე მაჩაბლის 13, მწერალთა სახლი,

საკონტაქტო: ლიზა ზუბაშვილი - 577 173 070

21 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია თემაზე: „ბიომრავალფეროვნება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში“ გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობენ სამთავრობო, კერძო და სამოქალაქო სექტორების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო: 598 21 22 25

21 ნოემბერს, 10:15 საათზე, ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA), „პროკრედიტ ბანკთან“ პარტნიორობით, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023“ გამართავს.

ფორუმს გახსნიან და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ჯონ ბრაეკეველდტი, ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი; პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში; შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; მაჩეი ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ, სასტუმრო „პულმან აქსის თაუერსი“

საკონტაქტო: მარიამ ცისკაძე - 598139913

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, ლელოს ოფისში თაზო დათუნაშვილი გამართავს ბრიფინგს.

თემა: რუსეთთან გაზრდილი და ევროკავშირთან შემცირებული ვაჭრობა.

21 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის" წევრი, ნინო წულაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მილიონობით ლარი მერის პიარ სამსახურზე, როცა ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ“.

მის: თავისუფლების 2 (თბილისის საკრებულო).

საკონტაქტო: მაია მამულაშვილი - 577 24 22 61

21 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში ლევან დოთიაშვილს შეხვდება.

21 ნოემბერს, 12:30 საათზე, აშშ-ის საელჩოში „ლელოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია აშშ-ს ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდებიან.

21 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

21 ნოემბერს, 13:30 საათზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლის, ნიქოზის მოსახლეობას შეხვდება.

21 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2

21 ნოემბერს, 15:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება