დავით ბერძენიშვილი - საუკეთესო იქნება, „ლელო“, „მოქალაქეები“, „გირჩი“, „რესპუბლიკელები“, „ევროოპტიმისტები“, ასევე მელიას მოსალოდნელი პარტია, თეონა აქუბარდია, სხვა ქალი დეპუტატები, ანა დოლიძე და „დროა“ გაერთიანდეს

„რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას პარტიის გარდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არცერთ პარტიას არ აქვს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, თუ პატარა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები ერთ სუბიექტთან არ გაერთიანდებიან, „ქართული ოცნება“ კვლავ ხელისუფლებაში დარჩება.

გიორგი გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა სხვა პარტიას არათუ პრობლემა აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის, არამედ როგორც 2020-ისა და 2021 არჩევნების შედეგები, ისე სოციალური კვლევები, მკაფიოდ ადასტურებს, რომ 4%-იც კი არ აქვს არცერთ პოლიტიკურ პარტიას. გარანტირებული არ აქვს არცერთ პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა იმ სამის გარდა. დავუშვათ, 5%-იანი ბარიერი ერთმა ან ორმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა. ხომ იქნება მესამე, მეოთხე, მეხუთე და ა.შ. პარტიები, რომლებიც ვერ გადალახავენ, ეს ხომ 100%-იანი მოლოდინია. თუ პარტიები გავლენ ცალ-ცალკე ან 2-3 პატარა ჯგუფი დაჯგუფდება, დე-ფაქტო ბლოკები თუ არ შეიქმნა, ასეთ ვითარებაში, ალბათობა რომ გადალახავენ არ არის მაღალი. გამოდის, რომ ხელისუფლებას 76 მანდატის შესავსებად, თვითონ ოპოზიცია შეუწყობს ხელს. ძალიან მარტივი მათემატიკა გვკარნახობს, რომ ოპოზიციის ხმები დავიტოვოთ ოპოზიციაში. მეოთხე დიდი სუბიექტი და ოპოზიციაში პირველი ძალის პრეტენზიის მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს მთელი საპარლამენტო ოპოზიცია „ნაციონალებისა“ და გახარიას პარტიის გარდა, ვგულისხმობ მათაც, რომლებიც უპარტიოები არიან. რომც გადალახოს ერთმა და ორმა, სხვები თუ ვერ გადალახავენ ბარიერს, ჯამში, გვრჩება ეს ხელისუფლება.

საუკეთესო იქნება პარლამენტში მყოფი ყველა პარტია „ლელო“, „მოქალაქეები“, „გირჩი“, „რესპუბლიკელები“, „ევროოპტიმისტები“, მელიას მოსალოდნელი პარტია, თეონა აქუბარდია, სხვა ქალი დეპუტატები, ანა დოლიძე, „დროა“ გაერთიანდეს. ამ დროს თითოეული ამ ჯგუფის ამომრჩეველი გაცილებით უფრო დისტანცირებულია როგორც „ნაციონალური მოძრაობისგან“, ისე 20 ივნისზე პასუხისმგებელ გახარიასგან, ვიდრე ერთმანეთთან. შესაძლებელია ორი დიდი გაერთიანება იყოს პატარა პარტიების, მაგრამ სინერგია იქნება ნაკლები. პატარებიდან რომელიმე ერთი პარტია თუ გაჯიქდება, მწარედ დაისჯება, ბარიერის გადალახვის შანსები, პრაქტიკულად, ნულის ტოლი იქნება. კარგი იქნებოდა, „ევროპული საქართველოც“ თუ იქნებოდა პატარების დიდ გაერთიანებაში“,- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა