პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში - ჩვენ არ გვინდა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს

ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია. იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იყოს.

„ნაბიჯი ნომერი 4, ახლად გამოყოფილი ნაბიჯი ნომერი 4, საუბრობს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები და რომ ყველას ექნება შესაძლებლობა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს. უპირველეს ყოვლისა იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. ასე რომ, რაც უფრო ადრე მოხდება ყველა ტექნიკური საკითხის შეთანხმება, მით უკეთესი, რათა ყველა კარგად იყოს მომზადებული და შეძლოს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება ბარიერს, ეს იყო შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი, რომელიც ორი წლის წინ იქნა მიღწეული. ეს ქართველების გადასაწყვეტია, ჩვენი გადმოსახედიდან არჩევნებს აქვს აზრი, თუ ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ხმა დაცულია. ამიტომ, საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გრძნობს, რომ მათი ხმა მომავალ პარლამენტში არ აისახება, არ არის გამართლებული. მაგრამ მეორეს მხრივ, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რა დროსაც ბევრი პარტიაა წარმოდგენილი და წინსვლა ძალიან რთულია იმის გამო, რომ ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა, ასევე არც მსგავსი სიტუაციაა სათანადო. დისკუსიები გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველები თავად მიაღწევენ ისეთ სიტუაციას, რომელშიც სათანადო ბალანსია უზრუნველყოფილი. როცა საქმე თავად ევროკავშირს ეხება, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. ასე რომ, ჩვენს წევრ ქვეყნებს განსხვავებული წესები აქვთ. არსებობს ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი, ძალიან მაღალი ხუთი პროცენტია. არის სხვა ქვეყნები, სადაც საერთოდ არ არის საარჩევნო ბარიერი. პროცესი მნიშვნელოვანია და ეს პირველად სრულად პროპორციული არჩევნები იქნება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს წესები, ისინი რაც შეიძლება სწრაფად მიიღწევა, რათა ყველასთვის თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა