შალვა პაპუაშვილი - თუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს გახლავთ „ლელოს“ ლიდერები - ხაზარაძეს თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვაშინგტონი მოსკოვში ერევა

თუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს პირველ რიგში გახლავთ „ლელოს“ ლიდერები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს" ინიციატივაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, „ლელოს“ ლიდერები „ადრე მოსკოვისკენ იყურებოდნენ" და ის მიაჩნდათ ცენტრად, ახლა იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად.

„ჩვენ ახლახან ვნახეთ მამუკა ხაზარაძე როგორ იმყოფებოდა ვაშინგტონში და თავს იწონებდა, რომ აბეზღებდა ქართველებს, სანქციები დაეწესებინათ მათთვის. მას მე მგონი, თავისი წარსულიდან გამომდინარე ვაშინგტონი მოსკოვში ერევა და ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ცენტრში ჩავიდა, რათა დაებეზღებინა საქართველოს მოქალაქეები და მერე გამოვიდა და თავს იწონებდა, რომ აი, ახლა მალე იქნება სანქციები, მოვუყვები ქართველებზეო და ამერიკა დაასანქცირებსო. ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი ერთგულება არ აქვთ. ადრე იყურებოდნენ მოსკოვისკენ და ის მიაჩნდათ ცენტრად და ახლა იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა