ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებას“ - შეწყვიტეთ „გორბის“ გაყალბებული შედეგებით ჟონგლიორობა და ბარიერით სპეკულაცია, დაასრულეთ კინკლაობა და გადავიდეთ საქმის კეთებაზე

მოვუწოდებთ „ოცნებას“ ერთობლივი მუშაობის დაწყებას დათქმების შესრულებისათვის - შეწყვიტეთ „გორბის" გაყალბებული შედეგებით ჟონგლიორობა და ბარიერით სპეკულაცია, დაასრულეთ კინკლაობა და გადავიდეთ საქმის კეთებაზე,- ამის შესახებ განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში ანა ბუჩუკურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მათ ასევე მიმართეს ოპოზიციონერ კოლეგებსაც, ერთად იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე.

„პარტია საქართველოსთვის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს და 8 ნოემბრის შემდეგ, უკვე მეორედ მოუწოდებს, რომ პარლამენტში შეიქმნას შეფასებაში მოცემული დათქმების/რეფორმების შესრულებისთვის აუცილებელი სამუშაო ფორმატები. კვლავაც მოუწოდებთ „ოცნებას“ ერთობლივი მუშაობის დაწყებას ამ დათქმების შესრულებისათვის. აქვე, როგორც საჯარო, ასევე წერილობითი მიმართვით პაპუაშვილთან, ჩვენ დღეს წარვადგენთ ამ დათქმების შესრულებისა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების დეტალურ სამოქმედო გეგმას. რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს რეფორმების შესახებ ევროკავშირის, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის განმარტებებიდან. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენმა პარტიამ უკვე მოუწოდა ხელისუფლებას თანამშრომლობის ახალი, საპარლამენტო ფორმატების შექმნისკენ და ერთობლივი მუშაობით იმ ჩამორჩენის აღმოფხვრისაკენ, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე აქვს. არ არსებობს ქვეყნის დღის წესრიგში ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანა! ამისთვის კი საჭიროა, რომ „ოცნებამ“ დაუყოვნებლივ გამოხატოს რეფორმების პოლიტიკური ნება და ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ: სასამართლოს და პროკურატურის რეფორმით - მთავარი აქცენტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საპროკურორო საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმაზე; ანტიკორუფციულ რეფორმით - მთავარი აქცენტით ქმედითი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო მექანიზმების შექმნაზე; ცესკოს, უსაფრთხოების სამსახურის და ყველა იმ ინსტიტუციის ნამდვილ რეფორმით, ვისი როლიც გადამწყვეტია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად - პირველ რიგში, მათი ხელმძღვანელების არჩევა პოლიტიკური კონსენსუსით. ასევე მივმართავთ მათ, რომ შეწყვიტონ ბოლო ერთი კვირის მანძილზე მათი ჯიბის ორგანიზაცია "გორბის" გაყალბებული შედეგებით ჟონგლიორობა და ბარიერის საკითხით სპეკულაცია. ან გაზარდეთ ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე ან შეეშვით თაღლითურ სპეკულაციებს. დაასრულეთ ეს არაფრისმომცემი კინკლაობა და გადავიდეთ რეალური საქმის კეთებაზე ქართველი ხახლის ინტერესებში. ასევე მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს - ჩაერთონ ამ პროცესში, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები და ჩვენთან ერთად იმუშაონ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა