შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლება გააგრძელებს რეკომენდაციებზე მუშაობას ზუსტად ისევე, როგორც მუშაობდა წელიწად-ნახევრის განმავლობაში - ეს იქნება პროცესი, რომელიც ყველასთვის ღიაა

ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას ზუსტად ისევე, როგორც მუშაობდა წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ეს იქნება პროცესი, რომელიც ყველასთვის არის ღია და ყველას, ვისაც უნდა ქვეყნის წინსვლა, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, მათ ოპოზიციის მხრიდან დიდი მოლოდინი არ აქვთ, რომ კონსტრუქციული გახდებიან და რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, ისევე წარმატებულად განახორციელებს საქართველოს მთავრობა, როგორც 12 რეკომენდაციას. ეს უკვე გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ. გადახედეთ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში რა პროცესი იყო. იყო ხელისუფლება, რომელიც სამუშაო ჯგუფების, პარლამენტის კომიტეტების, სხვადასხვა ფორმატში მუშაობდა, მათ შორის ევროკომისიასთან მუდმივი დიალოგის რეჟიმში, და სწორედ ამიტომ მივაღწიეთ წარმატებას. გვყავდა ოპოზიცია, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა სამუშაო ჯგუფებს, კენჭისყრებში არ იღებდა მონაწილეობას, პარალელურ პროცესებს იწყებდა. ბოლოს გამოჩნდა და ღიადაც თქვეს, რომ ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეშალათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ჩირქს სცხებდნენ საკუთარ ქვეყანას, შესციცინებდნენ უკრაინისა და მოლდოვის მიღწევებს და თავის ქვეყანას მაჩანჩალად მოიხსენიებდნენ. ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას ზუსტად ისევე, როგორც მუშაობდა წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ეს იქნება პროცესი, რომელიც ყველასთვის არის ღია და ყველას, ვისაც უნდა ქვეყნის წინსვლა, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ჩვენ დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ კონსტრუქციული გახდებიან’’,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება ძალიან მისასალმებელია, რათა ევროკავშირმაც დაინახა ამ რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობის საჭიროება.

„დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას რაც შეეხება, მგონი, ამ მხრივ ყველაზე მოწადინებული და გამორჩეული ვართ, რომ აღქმებს დავუპირისპიროთ ფაქტები. ასე რომ, პირიქით, ეს რეკომენდაცია ჩვენთვის ძალიან მისასალმებელია, რომ ევროკავშირმაც დაინახა საჭიროება, საქართველოში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა სერიოზულად იყოს აღქმული. მნიშვნელოვანია, მოფიქრებული იყოს ინსტრუმენტები, როგორ შევებრძოლოთ მანიპულაციებს, დეზინფორმაციას, ყალბ ამბებს, რომლებიც ვრცელდება სხვადასხვა აქტორის მხრიდან თუ მედიაში, და როგორ დავუპირისპიროთ ფაქტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი