შოთა შალელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის,  რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა უფრო ძლიერ დემოკრატიას და კოალიციურ მმართველობას ნიშნავს, რაც სწორედ მათი  ჩამოშლის პირდაპირპროპორციულია

დეოლოგარქიზაცია საქართველოში იქნება მაშინ, როცა ამ ქვეყანაში, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა, არჩევნების გზით კოალიციური მმართველობით შეიცვლება. ამის შესახებ ნათქვამია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევა უფრო ძლიერ დემოკრატიას და კოალიციურ მმართველობას ნიშნავს, რაც „ქართული ოცნების“ ჩამოშლის პირდაპირპროპორციულია.

“სახეზეა ივანიშვილის და მისი გუნდის ავტორიტარული ხასიათის მორიგი გამოვლინება. ბიძინა ივანიშვილი ასე მაშინ იქცევა, როცა რეალურად ხედავს მარცხის მოახლოებას. იღებს აბსურდულ და გაუგებარ გადაწყვეტილებებს. დეოლოგარქიზაცია საქართველოში იქნება მაშინ, როცა ამ ქვეყანაში, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა, არჩევნების გზით კოალიციური მმართველობით შეიცვლება. ვინ, თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ კარგად იცის, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა უფრო ძლიერ დემოკრატიას და კოალიციურ მმართველობას ნიშნავს, რაც სწორედ მათი, „ქართული ოცნების“ ჩამოშლის პირდაპირპროპორციულია. შემოწირულობის თავისუფლების შეზღუდვა კი ნიშნავს დარტყმას დემოკრატიასა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე და აძლიერებს "ოცნების" მონოპოლიას. თავისუფლება და დემოკრატია კი "ქართული ოცნებისათვის" ყველაზე დიდი მტერი და კოშმარული სცენარია“, - აცხადებს შალელაშვილი, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს