კონსტანტინე ზარნაძე - ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დედაქალაქში მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი შემართებით გაგრძელდება

ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დედაქალაქში მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი შემართებით გაგრძელდება - ამის პირობას გაძლევთ, - განაცხადა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებდნენ, მაშინაც საუბრობდნენ, რომ ეს პარტიული ბიუჯეტი, და მასში ქალაქისთვის საჭირო პროექტები ასახული არ არის.

„მოსახლეობამ კარგად დაინახა 2023 წელს რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა დედაქალაქში და ეს პროცესი მომდევნო წელსაც გაგრძელდება. ყველა პროექტის განხორციელების საკითხში, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს მოსახლეობა ჩართული და ინფორმირებულია“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, ერთადერთი და უალტერნატივოა.

„ავტობუსის ზოლი ბერლინში 1970 იან წლებში დაიხაზა. ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ავტობუსის ზოლის არსებობა ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. როდესაც კახი კალაძემ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო, თბილისი უკვე შემდგარი, ჩამოყალიბებული, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილი ქალაქი იყო და ასეთ პირობებში, დამერწმუნეთ, ასჯერ უფრო რთულია მსგავსი რეფორმის განხორციელება“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი ეტაპობრივად მოგვარდება და საბოლოო ჯამში თბილისი გამართული სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგს დაინახავს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა