გიორგი ვაშაძე - ჩვენი ბარიერია 40-45%, რომლის გადალახვას ვაპირებთ - შემოვა ბარიერის დაწევაზე კანონი? - მივცემ ხმას, არ  შემოვა და მაინც ვიცით, როგორ გავუშვათ რუსული რეჟიმი

ჩვენი ბარიერი 5% ვერ იქნება, ჩვენი ბარიერია 40-45%, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ბარიერის შესახებ საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, თუ საარჩევნო ბარიერის ცვლილება დაინიცირდება, მაშინ მას მხარს დაუჭერენ, თუმცა „გამარჯვების“ პლატფორმამ ბარიერის დაწევის გარეშეც იცის, როგორ უნდა დაამარცხოს „ქართული ოცნება“.

„გამოვა ეს საკითხი? ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ბარიერი. გამარჯვების კოალიცია „ნაციონალური მოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ამოცანაა გავიდეთ პირველ ადგილზე არჩევნებში. ჩვენი ბარიერი 5% ვერ იქნება , ჩვენი ბარიერია 40-45%, რომელიც უნდა გადავლახოთ და ამის გადალახვას ვაპირებთ. აუცილებლად ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. დანარჩენ ბუღალტერიაში ვერ შევალ. შემოვა კანონი, მივცემ ხმას, არ შემოვა? მაინც ვიცით როგორ უნდა გავუშვათ რუსული რეჟიმი ხელისუფლებიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა