შალვა პაპუაშვილი კონფერენციას - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გახსნის

დღეს, პარლამენტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მესამე ერთობლივ კონფერენციას - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გამართავენ.

პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციაზე და განიხილავენ 9 პრიორიტეტს.

კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი საკითხებია: სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო პროცესი და დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა