დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მართლმსაჯულების მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას მოიცავს

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მართლმსაჯულების მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას მოიცავს, თუმცა, გეგმა არ განიხილავს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების ასპექტებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების ასპექტები შესულია ევროკავშირის მე-3 პრიორიტეტით გათვალისწინებულ პარალელურ პროცესებში. ამდენად, ისინი აქ არ განიხილება“.

დოკუმენტში მოყვანილია მართლმსაჯულებით კუთხით უკვე განხორციელებული რეფორმები. გეგმაში ასახულია სტატისტიკაც და აღნიშნულია, რომ „ქართული მართლმსაჯულების სისტემის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თვალსაჩინო ინდიკატორია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ საჩივართა რაოდენობის მკვეთრი კლება და მათი ამჟამინდელი დაბალი მაჩვენებელი“. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში ასევე აღნიშნულია, რომ „თვალსაჩინოა ქართული სასამართლო სისტემის საერთაშორისო აღიარებაც, რაც შესაბამისი საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება“.

მართლმსაჯულების კუთხით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, შემდეგი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება:

მოსამართლეთა და სასამართლოს თანამდებობის პირების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების გონივრულ ვადებში შესასრულებლად და მათი შესრულების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად.

საქმეების ნაკადის შემცირება და სასამართლოში მაღალი დატვირთვის პრობლემის გადაჭრა, რისთვისაც აუცილებელია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შემუშავება და ხელშეწყობა, როგორებიცაა არბიტრაჟი, ისე მედიაცია.

სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების დახვეწა; ევროკავშირის მე-11 პრიორიტეტთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებების ეფექტიანად შესრულება.

მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება

მართლმსაჯულების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების შემდგომი განვითარება.

სასამართლოს მიმართ ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება საზოგადოების ინფორმირებულობისა და კომუნიკაციის გაზრდის გზით; სასამართლოს დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესება

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის კიდევ უფრო გაძლიერება.

სასამართლო საქმისწარმოებაში ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის ხელშეწყობა.

მთარგმნელობითი სერვისების გაუმჯობესება, რათა სათანადოდ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა

იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება, რათა მან სათანადოდ უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელთა შესაბამისი რაოდენობის მომზადება, რაც აუცილებელია 2025 წლის 1 იანვრიდან მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის”, - ნათქვამია სამოქმედო გეგმაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება