რომან გოცირიძე - დაბალ ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიცია იბრძოლებს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით - ვნახოთ, რა გამოვა, ბევრჯერ დაუხევია უკან „ქართულ ოცნებას“

დაბალ ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიცია იბრძოლებს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით - ვნახოთ, რა გამოვა. ბევრჯერ დაუხევია უკან „ქართულ ოცნებას“. ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები თვეების განმავლობაში ველოდოთ დაბალ ბარიერს და არ მოვემზადოთ, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, "ქართული ოცნების" განცხადება, რომ 5%-იანი ბარიერის საკითხი არ გადაიხედება, ისეთია, როგორც ამბობდნენ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი არ გადაიხედებოდა.

„კანონის დარღვევით გადახედეს და გააუქმეს. კონსტიტუცია მიღებულია პირველი მოსმენით, პროცესი დაწყებული პარლამენტში, დაპირება ხალხის წინაშე და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ამიტომ, დაბალ ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიცია იბრძოლებს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. ვნახოთ, რა გამოვა. ბევრჯერ დაუხევია უკან "ქართულ ოცნებას". ჩვენ არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები თვეების განმავლობაში ველოდოთ დაბალ ბარიერს და არ მოვემზადოთ.

წარმოუდგენელია ბლოკების გარეშე ვინ რომელი პარტიის სიაში ჩაეწერება. სამწუხაროდ, პარტიულობასაც ვერ ჩაწერ იმ სიაში, თუ სადღაც სხვაგან გაერთიანდი. დღეს უნდა გაერთიანდეს პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი",- აღნიშნა გოცირიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა