ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი

ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ სამწევრისში მკვლელობა შემთხვევითი გასროლის შედეგად მოხდა. თანასოფლელების ინფორმაციით, ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, შემთხვევის დღეს, ერთი მათგანი სანადიროდ იმყოფებოდა, მეორე კი - სათევზაოდ. სწორედ სანადიროდ მყოფი ასევე 60 წლამდე ასაკის მამაკაცის მხრიდან შემთხვევითი გასროლისას მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად გარდაიცვალა მეორე მამაკაცი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). ბრალდებული დაკავებულია.

ბრალდებულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდება.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია