იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობის“ წევრები შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გლოვობდნენ და არა ტაშ-ფანდურს აწყობდნენ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე - რა ეზეიმებათ?!

„ნაცმოძრაობის“ წევრები შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გლოვობდნენ და არა ტაშ-ფანდურს აწყობდნენ "ვარდების რევოლუციის" 20 წლის თავზე. რა ეზეიმებათ?! - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მორალურად, რამდენად სწორია „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღნიშვნა.

ხვიჩია ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის.

„უცნაურია, როცა ბელადი ციხეში ზის და შენ ზეიმობ, გინდა „ვარდების რევოლუციის“ დღესასწაული იყოს, გინდა აღდგომა, გინდა ახალი წელის, გინდა დაბადების დღე. ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის. რა ეზეიმებათ?! ისინი ახლა შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და გლოვობდნენ ლიდერის თავისუფლების აღკვეთას და არა ის, რომ ტაშ - ფანდურს აწყობდნენ 20 წლის თავზე თითქოს რამე საზეიმო ჰქონდეთ. მე მათ ადგილას ასე მოვიქცეოდი", - განაცხადა ხვიჩიამ.

მან ასევე რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე ისაუბრა.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, „ლელოს“ ლიდერები პოლიტიკაში გასართობად არიან.

„მე მგონი, არც დაცვაა და არც კონფრონტაცია. ჩვეულებრივი შიდა პოლიტიკური მოხმარების განცხადებაა, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა უნდა აღმოჩნდეს რუსეთთან მებრძოლი წმინდა გიორგი, რომელიც ცხენზე ამხედრებულია და იბრძვის. „ლელო“ ცდილობს თავი ასე წარმოაჩინოს და ვინც მას ამ ჭენებაში არ მიყვება, „ლელოსთან“ შედარებით, ნაკლებად პატრიოტი და ნაკლებად ქართველია. ასეთ რიტორიკას ზოგადად, ეს საფუძველი აქვს ხოლმე, მაგრამ მგონია, რომ ცხენზე ამხედრებული ოპოზიციონერის მანტიიდან ქვეყნის დაცვა საკმაოდ ვადაგასულია და საზოგადოება ამას ადეკვატურად შეაფასებს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა