შინაგან საქმეთა მინისტრმა და სუს-ის უფროსმა, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე გოლაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ივანე გოლაშვილი, 2017 წელს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა