ნიკოლოზ სამხარაძე - შეიძლება არსებობდეს იმედის ნაპერწკალი, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ოპოზიცია დაფიქრდეს და უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან 9 ნაბიჯის განსახორციელებლად

„ეროვნული პლატფორმის ფარგლებში, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, აზრების გაცვლის შესაძლებლობა გვეძლევა", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში.

კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნული პლატფორმის და კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ყველაფერში არ ვეთანხმებით, შეხვედრაზე მიმდინარეობს მშვიდი, კონსტრუქციული საუბარი იმ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს. ამიტომ დადებითად ვაფასებ კონფერენციის ჩატარებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა გაჩნდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები მომავალშიც გვექნება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ოპოზიცია ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლებს.

„თუ გავითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას, პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ შეიძლება მაინც არსებობდეს იმედის ნაპერწკალი იმისა, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ოპოზიცია დაფიქრდეს და უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან იმ 9 ნაბიჯის განსახორციელებლად, რომელიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციაზე და განიხილავენ 9 პრიორიტეტს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები