შალვა პაპუაშვილი - სულ მცირე, 6 ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა 5%-იან ბარიერთან დაკავშირებით, ამიტომ ეს დისკუსია დასახურია - ჩვენ ერთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ 2020 წელს, რომლის ნეგატიურ შედეგებს დღემდე ვიმკით

საარჩევნო ბარიერს რაც შეეხება, მგონი, ხელოვნური თემაა. ყველა ეს დისკუსია გვაჩვენებს, რომ ოპოზიციისთვის ეს რელევანტური საკითხი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში არსებული 5 - პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება.

,,სულ მცირე, ექვსი ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა 5-პროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით. ამიტომ, არ ვიცი, საერთოდ რატომ მოდის ეს ხელოვნური თემა? ვფიქრობ, ეს დისკუსია დასახურია. არის ადეკვატური ის ბარიერი, რომელიც გვაქვს ჩვენ საქართველოში. კონსტიტუციაში, უკვე წლებია, გაწერილია. ყველამ კარგად იცის და იცოდა, რა სისტემა გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ ერთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ 2020 წელს, რომლის ნეგატიურ შედეგებს დღემდე ვიმკით საქართველოს პარლამენტში იმით, რომ, სინამდვილეში, ამის შედეგად პარლამენტში ჩვენ გვაქვს არითმეტიკული სიმრავლე და არა პლურალიზმი. სინამდვილეში, ჩვენ 12 პოლიტიკური ჯგუფი კი არ გვყავს, რაც არითმეტიკულად ასე ჩანს ჩვენთან, სინამდვილეში, არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ქვეშაც ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები არიან გაერთიანებული. სამწუხაროდ, ერთი-ორი პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ არ იყოს პარლამენტში, ამინდს ვერ ქმნის ოპოზიციურ ფლანგზე. ამიტომაც ექსპერიმენტების დრო საქართველოს ნამდვილად არ აქვს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს ერთი ინტერესი, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს.

რაც შეეხება 5-პროცენტიან ბარიერს, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა ადეკვატური ბარიერისა და ყველა უნდა მოემზადოს.

„პრობლემა არ არის პარტიების რაოდენობაში, იმიტომ, რომ თუკი იქნებოდნენ სათანადო პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან ამოდიან, მაშინ სათანადო მხარდაჭერაც ექნებოდათ. სულ ახლახან პოლონეთში ჩატარდა არჩევნები 5-პროცენტიანი ბარიერით, ხუთმა პარტიამ გადალახა ეს ბარიერი, რადგან ისინი ორიენტირებული არიან საკუთარ ამომრჩეველზე. ჩვენთან პრობლემაა, რომ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ლოიალური არ არიან საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, თვალი გაურბით სხვაგან, ქვეყნის გარეთ, სხვა ინტერესებით, სხვა პოლიტიკური ჯგუფების მფარველობით და დაკვეთით მოქმედებენ, საქართველოს ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და შემდეგ უკვირთ, რომ არჩევნებში ვერ იღებენ მხარდაჭერას. ამიტომ აქ სტრატეგია ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს ერთი, რომ ემსახუროს საკუთარ ხალხს. ის, ვინც არ ემსახურება საკუთარ ხალხს, ვერ იღებს მხარდაჭერას. შესაბამისად, ეს არის გამოსავალი და არა გამსხვილება თუ დაშლა. ვინც მოქმედებენ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, დარჩებიან იმავე მარგინალურ წრეში, რომელშიც არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები