პაატა მანჯგალაძე - „საოცარი ნიჭი“ აქვს „ქართულ ოცნებას“ - ილაპარაკონ ბევრი და არ გააკეთონ არაფერი

„საოცარი ნიჭი“ აქვს „ქართულ ოცნებას“ - ილაპარაკონ ბევრი და არ გააკეთონ არაფერი - ვისთვისაც ერთ წელზე მეტი საკმარისი არაა იმის გასაგებად, რომ სამუშაო ჯგუფში "ქართული ოცნება" რეფორმებს არ წერს, შეუძლია კიდევ სცადოს "კოკა-კოლას" თავსახურივით,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არანაირი მოლოდინი არ აქვს, რომ "ქართული ოცნება" 9 პირობას შეასრულებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" დაიწყებს იმიტაციურ პროცესს, როგორც ეს 12 რეკომენდაციასთან მიმართებით გააკეთა.

„არანაირი მოლოდინი არ მაქვს 9 პირობის შესრულების, როგორც ერთ წელზე მეტი მოანდომეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების იმიტაციას, ახლაც ასეთივე მოლოდინი მაქვს. ვნახეთ, რომ შემოგვთავაზეს დეოლიგარქიზაციის გეგმა და იქ დეოლიგარქიზაციის გარდა ყველაფერზეა საუბარი, არც სასამართლო რეფორმაა შიგნით, არც საარჩევნო, არც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. "საოცარი ნიჭი" აქვთ, ილაპარაკონ ბევრი და არ გააკეთონ არაფერი. რთულად ვხედავ "ქართული ოცნების" პირობებში მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლის შანსს. ამიტომ ვამბობთ, რომ 2024 წლის არჩევნები არის გეოპოლიტიკური არჩევნები. ჩვენ "ქართულ ოცნებასთან" ერთად უნდა დავამარცხოთ რუსული გავლენები ქვეყანაში. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებს, მთელი წელი დაიხარჯა სამუშაო ჯგუფებში და არ არსებობს პრეცედენტი, რომ ოპოზიციის მიერ დაყენებული რაიმე გონივრული წინადადება გაეზიარებინათ, მაგრამ ვიღაცას უხარია, რომ ზის იქ და "ქართულ ოცნებას" უსმენს, მე არ ვარ წინააღმდეგი. მეტიც, გვახსოვს, არასამთავრობო ორგანიზაციები დემონსტრაციულად გამოყარეს საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფებიდან, სერიოზული საქმის გარჩევები იყო სასამართლო რეფორმების ჯგუფში. არც ერთი საკითხი, რაც ოპოზიციამ მოამზადა, განსახილველად არც გამოსულა. ვისთვისაც ეს ერთი წელი და მეტი საკმარისი არ არის სამუშაო ჯგუფში "ქართული ოცნება" რეფორმებს რომ არ წერს იმის გასაგებად, შეუძლია კიდევ სცადოს "კოკა-კოლას" თავსახურივით. სამუშაო ჯგუფში სულ 6 კანონპროექტის ინიცირება მოხდა, დანარჩენს "ქართული ოცნება" წერს ფრაქციაში, მათ ფრაქციაშიც ხომ არ წავიდეთ?! სამუშაო ჯგუფები იყო იმიტაცია და რასაც ვამბობდით გამართლდა, ამას ვამბობ, მეტი არაფერი, თორემ სამუშაო ჯგუფებში კი არა თუ ქვეყანას დასჭირდა გვირაბშიც შევალ,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე გამოეხმაურა ასევე საოკუპაციო ძალის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე ევროპარლამენტში ინიცირებულ რეზოლუციას და დებატებს და აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტორები დასავლელი პარტნიორები არიან, ხოლო მსგავსი პროცესები საქართველოს ხელისუფლების მუშაობის ჩართულობით უნდა მიმდინარეობდეს.

"მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, ეს უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, ხელისუფლების ჩართულობით უნდა ხდებოდეს. მტერმა, რომელიც "საზღვარზე" გვიკლავს ჩვენს პარტნიორებს, უნდა იცოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება. საუბარია, რომ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" დაემატოს გინტურის მკვლელები. საქართველოს პარლამენტში იცით, რომ მსგავსი რეზოლუცია მომზადებული აქვს ოპოზიციას, მაგრამ "ქართული ოცნება" არ განიხილავს",- განაცხადა მანჯგალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები