გიორგი ბარამიძე - როგორც არასდროს, „ვარდების რევოლუციის“ იდეები მნიშვნელოვანია

მინდა ყველა პატრიოტს „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის იუბილე მივულოცო, იმ რევოლუციისა, რომელმაც საქართველო თანამედროვე და ცივილიზებულ სახელმწიფოდ აქცია, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, „დღეს, როგორც არასდროს, „ვარდების რევოლუციის“ იდეები მნიშვნელოვანია“.

„თავდაპირველად, მინდა ყველას მოგილოცოთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება გისურვოთ. ასევე, მინდა ყველა პატრიოტს „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის იუბილე მივულოცო, იმ რევოლუციისა, რომელმაც საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ აქცია. ამ წლების განმავლობაში, საქართველოში ის ინსტიტუციები შეიქმნა, რომლებმაც საშუალება მოგვცა, დღეს მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვისაუბროთ, ასევე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და ეს ყველაფერი რეალობა იყოს. მინდა ყველა პატრიოტს, განურჩევლად პარტიულობისა მივულოცო და განსაკუთრებით, ჩვენს პატრიოტ პოლიციელებს, რომლებიც იმ პოლიციას წარმოადგენენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გუნდმა შექმნა, ჩვენს სამხედროებს, ჩვენს ჯარს, რომლებიც ასევე, სამშობლოს სადარაჯოზე არიან და რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა. მინდა მივულოცო ყველა პედაგოგს, რომელიც დღეს სულ სხვა მდგომარეობაშია, ვიდრე „ვარდების რევოლუციამდე“ იყო, მინდა მივულოცო ლექტორებს, მოსწავლეს, სტუდენტს. ის, რომ მათ არ სჭირდებათ ჩაწყობით და ფულის გამოყენებით გამოცდების ჩაბარება. მივულოცო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც იუსტიციის სახლების სერვისით სარგებლობს და ყველა ადამიანს, რომლისთვისაც ძვირფასია ნორმალური, ცივილიზებული საქართველო. მინდა მივულოცო ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც მიუხედავად ოკუპანტის ყოველდღიური აგრესიის, პროვოკაციების, ჩვენი მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობისა, ისინი მედგრად დგანან სამშობლოს სადარაჯოზე და იციან, რომ ჩვენი ერთიანობით ჩვენი მეგობრების დახმარებით საქართველო აუცილებლად გამთლიანდება მშვიდობიანად. მინდა საქართველოს ყველა პატრიოტს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე, რომლებმაც ქვეყნის სიდუხჭირის, თავდასხმების და სხვა მრავალი მიზეზის გამო დატოვეს საქართველო, მაგრამ იმედი აქვთ, რომ დაბრუნდებიან, მომავალს იმედით უყურებენ და სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, მშვიდობიანი, ერთიანი, გამთლიანებული, ცივილიზებული, ქართული, მაშასადამე, ევროპული სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი იქნება. დღეს, როგორც არასდროს, „ვარდების რევოლუციის“ იდეები მნიშვნელოვანია; ის, რომ რაც ჩვენ შევძელით, მომავალში გაგრძელდეს, რაც ვერ შევძელით და სადაც იყო პრობლემები, ის პრობლემები ყველამ ერთად გამოვასწოროთ ერთობლივი ძალისხმევით“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები