მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის კარი გახსნილი იქნება, რათა ის რეფორმები გატარდეს, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან დაგვაახლოებს - ვიმედოვნებ, ამ მატარებელს ჩაებმებიან

ოპოზიციისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის კარი ფართოდ იქნება გახსნილი, რათა ის რეფორმები გატარდეს, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან დაგვაახლოებს - დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები ვისაც ქვეყნის წარმატების მიმართ მცირეოდენი პასუხისმგებლობა აქვს, ამ მატარებელს ჩაებმებიან, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, „არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ საქმეები, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად გასულ წელს გაკეთდა, უმნიშვნელო იყო“.

„როგორც ჩანს, შარშანდელის მსგავსად ოპოზიციის ნაწილი შედარებით კონსტრუქციულად იქნება განწყობილი. მათ გაუჭირდებათ იმის თქმა, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ეს ახსნადი და დასაბუთებადი არ არის - განსაკუთრებით იმ დროს, როცა ცდილობ აჩვენო, რომ კონსტრუქციულად განწყობილი ხარ. სამწუხაროდ, ოპოზიციის მეორე ნაწილი ისევ იმ მიზეზების ძიებას დაიწყებს, რაც შეიძლება პიარულად ასახსნელად გამოადგეთ, რომ მათთვის სამუშაო ჯგუფებში მუშაობა საინტერესო არ არის. სამუშაო ჯგუფებში ასეულობით საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა. კარგი იქნებოდა, ოპოზიციას მცირე პასუხისმგებლობა გამოეჩინა და ამ ყველაფერში მონაწილეობა მიეღო. მათ მოვალეობა აქვთ, ყველგან, სადაც შესაძლებელია, მათი სიტყვა - მათი რეალური შეთავაზება და ინიციატივა ისმოდეს. ამას თავს რატომ არიდებენ? - ერთადერთი ახსნა აქვს, მათ არა აქვთ სურვილი, რომ ქვეყანას პროგრესი, განვითარება და გაუმჯობესება ჰქონდეს, რათა ეს წარმატება ხელისუფლებას არ მიეწეროს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები