თინა ბოკუჩავა - "ქართული ოცნება", რომელიც ბიძინობას აღნიშნავს და სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვს ეს თარიღი, სხვას არ უნდა მოუწოდებდეს, ვინ რა აღნიშნოს

"ქართული ოცნება", რომელიც ბიძინობას აღნიშნავს და სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვს ეს თარიღი, სხვას არ უნდა მოუწოდებდეს, ვინ რა თარიღი აღნიშნოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გამოეხმაურა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს და აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუცია“ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის გარდამტეხი მომენტი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში.

"სწორედ "ვარდების რევოლუციის" რეფორმების შედეგად შეიქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და გზა გაეკაფა ქვეყანას ევროპისკენ. ასე რომ, თუ "რუსულ ოცნებას" სურს, რომ ბიძინობა აღნიშნოს, აღნიშნონ მათ ბიძინობა, ჩვენ აღვნიშნავთ "ვარდების რევოლუციას", გიორგობას და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ დროს საქართველოს ეყოლება კოალიციური, ევროპული ხელისუფლება, რომელიც უკვე ერთობლივად აღნიშნავს "ვარდების რევოლუციის" 21 წლისთავს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება ერთობის მანიფესტს, ბოკუჩავა აცხადებს, რომ ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, თავად აღმოჩნდება პარტიის მიღმა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, გარიცხვის მექანიზმი წესდებაში გაწერილია, თუმცა, მიიჩნევს, რომ პარტიის დატოვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს.

"ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ, ნამდვილად არ იყვნენ ერთობაზე ორიენტირებულნი, ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შესაძლებლობას აძლევს, ხელი მოაწერონ ერთობის მანიფესტს და კვლავ გავერთიანდეთ საერთო გამარჯვებისთვის და იმ დიდი ბრძოლისთვის, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე გველოდება. მე მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ ეს ადამიანები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ, თუ არ გამოიყენებენ, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განმარტა, თავად აღმოჩნდებიან პარტიის მიღმა. პროცედურულ ტექნიკური ნაწილით არ დავინტერესებულვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, გარიცხვის მექანიზმი წესდებაში არის გაწერილი, სავარაუდოდ, ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ან გენმდივანი ან პოლიტსაბჭო იღებს ამ გადაწყვეტილებას. სამართლებრივი ტექნიკური ნიუანსებით არ დავინტერესებულვარ, რადგან ვთვლი, რომ პარტიის დატოვება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თავად პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს და ასე ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები გამოიყენებენ ერთობის მანიფესტის შესძლებლობას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია