გიგი უგულავა - თუ გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი - ამ "ბარდაგს" წერტილი უნდა დაესვას

მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება, თუ გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოქვეყნებული მანიფესტი.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, "ამ "ბარდაგს" წერტილი უნდა დაესვას".

"ვფიქრობ, პროცესებს, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, წერტილი უნდა დაესვას, ან იქით ან აქეთ. რაც არ უნდა რთული და მძიმე იყოს ეს, ჩემთვის პირადად, ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ ბევრი ჩემი ამხანაგი და თანამებრძოლი იქითაც არის და აქეთაც, მაგრამ ის, რაც მთელი წელია ვუყურებთ, ეს არის უბრალოდ ამომრჩევლის ზურგის შექცევა და დღეს, როდესაც სახელმწიფოებრიობას გვართმევენ, როცა ამ პარტიის ლიდერი ციხეში ზის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ, მგონი, ეს მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება, თუ გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არადა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი. წერტილის დასმაში ვგულისხმობ იმას, რომ ან ამ "ბარდაგს" ვუსვამთ წერტილს, ან ვაგრძელებთ. ამას წერტილი უნდა დაესვას!, - განაცხადა უგულავამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა