გიორგი ვაშაძე - საქართველოს ექნება ახალი, სწრაფი რკინიგზა, რომელიც დააკავშირებს თბილისს, სოხუმს და ბრიუსელს

ჩვენი გამარჯვებისთანავე ყველა გაჩერებულ პროექტს წელიწად ნახევარში არა მხოლოდ დავასრულებთ, არამედ შევძენთ ახალ გეოპოლიტიკურ ფუნქციას და მნიშვნელობას , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ ახალ, სწრაფ რკინიგზის პროექტზეც ისაუბრა, რომელიც ერთმანეთს თბილისს, სოხუმს და ბრიუსელს დააკავშირებს.

“საქართველოს ექნება ახალი, სწრაფი რკინიგზა, რომელიც დააკავშირებს არა მხოლოდ თბილისს და ბათუმს, თბილისს და ზუგდიდს, არამედ თბილისს, სოხუმს და ბრიუსელს!

ჩვენი გამარჯვებისთანავე ყველა გაჩერებულ პროექტს წელიწად ნახევარში არა მხოლოდ დავასრულებთ, არამედ შევძენთ ახალ გეოპოლიტიკურ ფუნქციას და მნიშვნელობას”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა