ალუდა ღუდუშაური „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე - რასაც ეს ადამიანები ღონისძიებას არქმევენ, სინამდვილეში იყო პოლიტიკური ქელეხი - იკრიბებიან და მასკარადს აწყობენ, რა ეზეიმებათ ამ უბედურებს?!

რასაც ეს ადამიანები ღონისძიებას არქმევენ, სინამდვილეში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი - სააკაშვილი იქნება კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს არამარტო პოლიტიკოსი, არამედ მამაკაცი, კაცობაზე ზედმეტია ლაპარაკი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ღუდუშაური „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ ღონისძიებას „მასკარადს“ უწოდებს.

„რასაც ეს ადამიანები ღონისძიებას არქმევენ, სინამდვილეში იყო არც მეტი არც ნაკლები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი. რა მომავალი უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციას, რომლის წარმომადგენლებმაც კვლავ ვერ გაიაზრეს, რა ბოროტება დაატეხეს ჩვენს ქვეყანას და მეტიც, ჩვენი ხალხისთვის აქამდე ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. ამის ნაცვლად, იკრიბებიან და ამ მასკარადს აწყობენ, რა ეზეიმებათ ამ უბედურებს?! რა აქვთ საზეიმო, როცა მათი მმართველობა ხალხმა შეაფასა როგორც ისტორიის სირცხვილი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე შეფასებით, ხალხს სააკაშვილი ახსენდება როგორც „მტარვალი“ .

„სრული ბოდვაა, რომ თურმე 7 ნოემბერი ყოფილა პროვოკაცია, მისი რეჟიმის მმართველობაც ყოფილა პროვოკაცია. იქამდე მივა ეს არასერიოზული, სამარცხვინო, უთავმოყვარეო, მორალისგან დაცლილი პერსონა, ბოლოს იტყვის, რომ თვითონაც „ფეიკია" და რუსული პროექტი. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის მისგან, ხან ქართული დაავიწყდა, ხან პოლიტიკიდან მიდის, ორი წელია კვდება და აქვს განუკურნებელი სენი, რეალურად ეს ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდა. ეს ადამიანი ნომერ პირველი ცრუპენტელაა, რომლის ანალოგი მსოფლიოს არ ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ის შევა (ისტორიაში) როგორც კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს არამარტო პოლიტიკოსი ზოგადად, არამედ როგორი არ უნდა იყოს ზოგადად მამაკაცი, კაცობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. რეებს ბოდავს, რეები გვესმის, თავის თავს რა დღეში აგდებს, ვაჟკაცობაც არ ყოფნის აღიაროს, რომ არის მხდალი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე