ირაკლი ღარიბაშვილი - აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას - საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია

საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა SPECA-ს ცენტრალური აზიის ქვეყნების მეთაურთა სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მთლიან რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს.

„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ბოლო 10 წელიწადში ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან, ასევე ევროკავშირთან ამოქმედდა თავისუფალი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და დეკემბერში ველოდებით კანდიდატის სტატუსს.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია. დღემდე ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და ჩინეთთან. ასევე თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს დსთ-ს ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და თურქეთთან. მთლიანობაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საქართველოში ინვესტორებს აძლევს წვდომას 2,3 მილიარდიან მომხმარებელთა ბაზაზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ივლისში მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში, რა დროსაც ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანეთ ახალ დონეზე, გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმება, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს არამხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიან რეგიონს.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მთლიან რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები