ირაკლი კობახიძე - ორშაბათისთვის საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია 9 პრიორიტეტის შესრულებაზე

ორშაბათისთვის საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია 9 პრიორიტეტის შესრულებაზე, მთავრობაში გაიმართება შესაბამისი შეკრება - სამოქმედო გეგმა გაითვალისწინებს ფორმატებსაც, რაც დაკავშირებული იქნება კონსულტაციებთან, საუბარია პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2022 წელს, როდესაც მუშაობა დაიწყეს 12 პრიორიტეტზე, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში ჩართულობასა და მონაწილეობაზე.

"ორშაბათისთვის საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია 9 პრიორიტეტის შესრულებაზე. როგორც ვიცი, მთავრობაში გაიმართება შესაბამისი შეკრება. ეს სამოქმედო გეგმა ასევე გაეგზავნება ევროკომისიას, ალბათ იქნება მცირე კონსულტაციები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიიღოს საბოლოო სახე. ამის შემდეგ უკვე შეიძლება დაიწყოს სამუშაო პროცესი 9 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით. სამოქმედო გეგმა გაითვალისწინებს შესაბამის ფორმატებსაც, რაც დაკავშირებული იქნება კონსულტაციებთან, საუბარია პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციაზე. სამოქმედო გეგმა ისეთივე დეტალური იქნება, როგორიც თავის დროზე 12 პრიორიტეტთან დაკავშირებული გეგმა იყო. გაწერილი იქნება როგორც აქტივობები, ასევე პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები. ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა გვექნება წარმოდგენილი, ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება სამუშაო ფორმატების შექმნა, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით.

ბუნებრივია, ცოტა პესიმისტური მოლოდინები გვაქვს. გახსოვთ, 2022 წელს, ზაფხულში სამუშაო ჯგუფები შევქმენით, როდესაც მუშაობა დავიწყეთ 12 პრიორიტეტზე მაშინ, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში ჩართულობასა და მონაწილეობაზე. ეს სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, მოლოდინებიც პესიმისტურია. დავიტოვოთ იმედი, რომ გარკვეულ პროცესებში ისინიც ჩაერთვებიან“,- აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები