რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ბელაქანში ქართველ მუსლიმებს შეხვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალაში რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ ჯუმა მეჩეთი მოინახულა, სადაც ქართველ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა მეჩეთის იმამს, ჰაჯი მუჰამედ ალიევს. მეჩეთში მყოფთ ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა საქართველოში არსებული ტოლერანტული გარემოს თაობაზე და იმ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებაზე, რასაც ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიმართ იჩენს.

„მეჩეთში შეკრებილ მუსლიმ მრევლს ქართულ ენაზე გამოცემული ყურანი, ქრისტიან მრევლს კი ბიბლია დაურიგეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბელაქანის რაიონის გამგებელი, ისლამ რზაევი, სოფლის რწმუნებული, გერმან ბალაევი და სკოლის დირექტორი, მამედ მუსტაფაევი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს