საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მინისტრს განათლების მიმართულებით აპარატის საქმიანობა გააცნო, ისაუბრა ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის დონის ამაღლების მნიშვნელობაზე სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ საქმეში სახალხო დამცველის როლსა და აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის მუშაობას გაუსვა ხაზი.

ამასთან, მხარეები მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრატეგიულ დოკუმენტებში ადამიანის უფლებების სწავლების საკითხის გათვალისწინების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში