თეონა აქუბარდია - „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არასდროს ვყოფილვარ და შესაბამისად, მათთან სიაში ყოფნა არანაირად არ მხიბლავს, სულ რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა შემომთავაზონ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, მას არც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ სიაში ყოფნა არ სურს. თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება-„ შუა უნდა შეიკრიბოს!“ შეაფასა.

როგორც თეონა აქუბარდია განმარტავს, ჯერ უნდა გაირკვეს, ვისთან და როგორ აპირებს „ლელო“ ხელისუფლების დასამარცხებლად იბრძოლოს.

„ცალსახად ვამბობ და არასდროს დამიმალავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არასდროს ვყოფილვარ და შესაბამისად, მათთან სიაში ყოფნა არანაირად არ მხიბლავს, სულ რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა შემომთავაზონ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“. შინაარსი რა აქვს, რა ხალხთან ერთად, რა ხედვის ირგვლივ და როგორ აპირებენ, რომ იბრძოლონ უკეთესი ქვეყნისთვის და „ქართული ოცნების“ გასაშვებად? ეს არის გასარკვევი, ისე ძალიან გამიჭირდება ვთქვა, ვისთან ვფიქრობ ყოფნას. პირადად ანტიპათია არავის მიმართ მაქვს, არც დიდი სიმპათია მაქვს ვინმეს მიმართ. აქ საუბარი არის შინაარსზე, ჯერ შინაარსი გავიგოთ“,-განაცხადა აქუბარდიამ.

მისი განმარტებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება ერთგვარი ფორმულა არ არის.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არის შესაძლებლობა, რომ ხმები აიღო, მათ შორის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი წამოიყვანო, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, „ლელო“, ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე და სხვები ყველა რომ შეკრიბო, გამოუვათ ის ჯამი, რაც თითოეულ პარტიას აქვს. არ ვფიქრობ, რომ ეს ავტომატური ჯამი იქნება. ამისთვის არსებობს სოციოლოგები, გამოკითხვები. ამას სჭირდება შრომა, მუშაობა და არა სტატუსები და ტელევიზორში საუბარი“,-განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში