საქართველოს პარლამენტის წევრებმა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს

ფინეთი, დეკემბერში მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროპული საბჭოს სხდომაზე, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ფინეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართველ დეპუტატებს ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება მიულოცეს და ბოლო თვეებში საქართველოს მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასეს.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს დეოკუპაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი, ქართულმა მხარემ მადლიერება გამოთქვა ფინეთის წარმომადგენლების როლზე EUMM- ის მისიებში. ფინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა გამოთქვეს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჯგუფის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები: გრეტა წიწავა და ნიკა მაჭუტაძე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში